ინჯია ჯემალ
გაზიარება

წარწერა ანა კალანდაძის წიგნზე 

ეს წიგნი დიდი წიგნია,
მაცოცხლებელი ყველაფრის,
ფრესკები წარბებს იქნიან,
მღვიმე ნათდება კელაპტრით,
ფერებით, მზით და რითმებით.
ეს წიგნი დიდი წიგნია.
ბედნიერ ქალად ითვლები,
თავისთვის რომ მიგიგნია.
რა კარგი საქმე გიქნია,
მიმოგიცრემლავს რომ ცვარით,
ეს წიგნი დიდი წიგნია -
სპეტაკი სულის ლოცვანი.
ბაყბაყ დევივით ნამეტურ
ცხოვრებამ თუ მოგიქნია,
ძვრასაც ვერ გიზამს, რამეთუ
ეს წიგნი დიდი წიგნია.

??????