ინჯია ჯემალ
გაზიარება

საგურამოს პეიზაჟი 

ხეები ფოთლოვანი, დიდრონი,
არაგვის ხეობა და მინდორი.
ჭალაში მობალახე კამეჩი,
მოზრდილი ეზო-კარი მწვანეში,
ნახევრად გაღებული ფანჯარა,
დიაცი ფანჯარასთან დამჯდარა.
შორს არის წიწამური... ჯერ მაინც
არ იცის, სად არსებობს მტერმა ის
და ოლღა ელოდება ილიკოს,
ჯერ მხოლოდ მეუღლეს და ლირიკოსს.

??????