სადღობელაშვილი მარი
გაზიარება

* * * "ჭადრის ფოთოლი" 

"ამ წერილს,ახლა გადატანილს ფოთოლზე ჭადრის,
ქარს გამოვატან, იქნებ ქარმა გიპოვოს სადმე"
                                                                /ნ. ბართაია/
ჭადრის ფოთოლი
დაჰქროდა ქარში,
ვითარც უსტარი დროთა, სივრცეთა.
გამხმარ-გადამჭკნარ
ფოთოლთა ჯარში
ჭადრის ფოთოლმა ბევრი იცეტა.
ჭადრის ფოთოლი
ქარში დაჰქროდა,
ვითარც მიჯნურთა მწველი უსტარი.
შენი სათქმელიც
იქნებ თან ჰქონდა,
ვერ დავეწიე, ვერ მივუსწარი...

??????