სადღობელაშვილი მარი
გაზიარება

* * * "მარტო ზამთარში სცივათ ბეღურებს?" 

"მარტო ზამთარში
სცივათ ბეღურებს?
როცა არ უყვართ,
სცივათ მაშინაც!"_
კვალდაკვალ სდევდი
ცივ ნაფეხურებს,
ოდეს გიყვარდი
და დაგაშინა.
ოდეს გიყვარდი,
სულის ლავიწი
გადაგიმტვრია
მიკიბვ-მოკიბვამ.
ოი, რა უმალ
გადაგავიწყდი
და უნახავი
დამრჩა ოკრიბა...

??????