სადღობელაშვილი მარი
გაზიარება

"ბამბაზიის სამოთხის" ნახვის გამო 

ნინო სადღობელაშვილს

ჩხარუნების,
ნიჟარების
გროშებზე გამყიდველო,
მეოცნებევ, 
ჩვენი დროის
დაკონკილო ელიოზ,
ცხოვრებისგან
თვით ჩაგრულო
და ქომაგო პირველო,
მოგვეშველე,
სათნოება
როცა გამოგველიოს.
სიყვარული
დავიხუროთ
ტალავრად და ზეცადა
ენგურს იქით
და აქეთა
მოარულო ქართველო.
იქნებ ერთხელ,
იქნებ ერთხელ,
იქნებ ერთხელ გვეცადა,
უნდობლობის
სარეველა
რწმენის ხამლით გავთელოთ.
ცრემლმომდინარ
ალაგებზე
მალე ია იხარებს,
(ღვთისმშობელის
ქვეყანაში
მოყმის დედებს რა დალევს?!)
ელიოზიც
აჟღარუნებს
სიტყვებივით_ნიჟარებს
და მომავლის
საქართველოს
ნაოცნებარს ადარებს...

??????