ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

მეორე პაუზა ექსკლიუზივი

მეორე  პაუზა
გამიმეორა მნემოსინემ:
გულმავიწყი ხარ!   
თუმცა ბევრი არაფერი დამვიწყებია.


შენი სუნთქვა
ღამის ზამბახის სუნთქვისაგან ვერ გავარჩიე
და რასაც მივხვდი უსიტყვოდ დარჩა...

ყოველთვის, როცა ჩემ სახლს ვტოვებ,
შენსას ვპოულობ.
აქ იგრძნობა დაუსაბამო ზაფხულის ფეთქვა,
რომლის სათავე ან შენა ხარ
ან ის, ვინც  უკვე  მოასწრო თავის გადავიწყება
და შენამდე გზა შეიმოკლა!

აქ დრო ჩნდება ჩვენთან ერთად
და ერთმანეთს როცა ვეხებით,
ჩვენ ვღრმავდებით
და შეხებისას დრო იმალება.

შენ გაგახსენდა,
წუხელ როგორ გეჭირა ჩვილი
და უმწეობის გულისცემა სულს გინათებდა...
ისე გიყვარდა, ისე ძლიერ, ისე ძლიერ, რომ შეგეშინდა
და ჩაიმალე შენში,
სადაც, ღმერთის გარდა, ვეღარავინ შემოიხედავს....

??????