გაბაიძე გიორგი
გაზიარება

ტკივილი რომელსაც ექსკლიუზივი

(ნინო რაზმაძეს)

შენს ტკივილს ტკივილი არ ქვია ახლა,
ეს უფრო სიმწარის საშინელ გემოს ჰგავს,
ნოემბრის მიწურულს სიცივე ახლავს,
სიცივე რომელმაც სხეული შემოსა.

შემოსა ათასი სასტიკი გრძნობით,
სიბნელემ მოიცვა აზრებიც, ფიქრებიც,
სიცოცხლეს, რომელსაც უსიტყვოდ თმობდი,
უსიტყვოდ წაიღებს პირველი ფიფქები.

ეს ალბათ იქნება პირველი ნაბიჯი,
რომელიც მის ნაცვლად შენ უნდა გადადგა,
და ახლა ტკივილის ატანა რაც გიჭირს,
მიხვდები წვეთ-წვეთად თუ როგორ გათავდა.

ცხოვრება მომავალ სიცოცხლეს შეიძენს,
უფალი ტკივილებს გაფანტავს ნისლივით,
დარჩება ხსოვნაში პირველი შენი ძე,
როგორაც პირველად ნანახი მზის სხივი.

თანდათან მიხვდები სულს შეესახლა,
სითბო და იცოდე იზრუნებს დრო კი შენს
ტკივილზე, რიმელიც ცხოვრებას ახლავს
ტკივილი რომელსაც უფალი მოგირჩენს.

??????