არაბული გიორგი
გაზიარება

მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის 

მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის, 
ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე, 
იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის, 
თორღვას ციხეში არწივის ბუდე. 

მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ, 
უღელტეხილის გრილი ვარ წყარო, 
გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ, 
ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს. 

ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე, 
ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური, 
ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე, 
ამიტომ მქვია ალბათ ხევსური.

??????