გელაძე ლევან
გაზიარება

ერთი სიტყვა ექსკლიუზივი

ერთი სიტყვა ცად ამზიდავს,
მოქნეული დროზე, მარჯვედ,
ერთი სიტყვა მე გამზრდის და
ერთი სიტყვით გავიმარჯვებ.

გახსენ ბაგე, გახსენ წარბი,
აკიაფდი დილის შუქად,
თორემ ჟამი გარბის... გარბის...
ვერ აყოვნებს ღობე, შუკა.…

ერთი სიტყვა ქვიშას გამრევს,
გადამაქცევს მტვრად და მიწად,
ერთი სიტყვით ნუ ამამღვრევ,
ნუ მომიკლავ კაცად ვინც მწამს.

ერთი სიტყვა... ერთი სიტყვა...
ერთხელ ჩემთვის გაიმეტე,
ნუ დამაყრი კოხს და სეტვას,
სანამ ძალგიძს, მაიმედე.

ამა სოფლად, ჰე რამდენი,
ძალოვანი იქცა მონად,
სიტყვა დამკარ, როგორც დენი,
სიტყვა მტყორცნე ვარდის კონად.

 

 

??????