აბუთიძე ბექა
გაზიარება

ჩიტის დღიურიდან 

ნიკა, ჩიტები!
მიყვარს, რა ვიცი...
ჩიტის ბუდეში ვცხოვრობ
და ალბათ
ამიტომ, ნიკა,
ვეღარ მიტევენ,
ვერსად და კარი,
კარი ჩაკეტეს.
გაბზარული მაქვს ცამდე ლავიწი,
იმ ქუჩას მარტო არ მიმაკარო...
ვითომ ვცხოვრობ და ვითომ ვაკეთებ
რაღაცას, მაგრამ მაინც ნამდვილი
იქნება ჩემი წასვლა აქედან.
მართლა, არ ვიცი, ამ გზით სად მივალ,
ათას სიკვდილზე რატომ დაკიდეს
ყველა ნაბიჯი....
მზისბეღურების გაფრენის დროა
და ცარიელი, როგორც ნიჟარა,
ზღვების ხმაურმა რომ მიატოვა,
ისე ვჩურჩულებ
იყოს, რაც არის, ელი,
ელი....
ნიკა, ჩიტები
მიყვარს, იცი, მეც
სუნთქვას ვტოვებდი ჩიტის დღიურში.
ალბათ საღამოს ისევ იწვიმებს,
ალბათ გავალ და სახეს მივუშვერ...

??????