კუტალაძე გიორგი
გაზიარება

100 სიტყვა ექსკლიუზივი

-ეჰ, ყველა ბერდება ბაბუა,ყველა. მეც დავბერდი. თავიდან არ ვიმჩნევდი ხმაში შეპარულ ბზარს, მაგრამ ათასჯერ მარტო ნამარგლ ყანას რომ ვეღარ მოვერიე  – მივხვდი სიბერეს. არც ეს ძაღლი იმჩნევდა ორ-სამჯერ დაძახება რომ ჭირდებოდა, მაგრამ ლეკვი რომ მოვიყვანე მიხვდა თავისას. არც ჭერმები იმჩნევდნენ სიხმელეშეპარულ ტოტებს ,მაგრამ ერთხელაც,  დავასწარი ადგომა, დავრგე ახალი ნერგები და მიხვდნენ ჭერმებიც...დავბერდით ბაბუა,დავბერდით...
- ბაბუ, სოფელი?
-სოფელიც დაბერდა, ბაბუა,სოფელიც..
თვალები მილულეს ნაკვერჩხლებმა ბუხარში. ვფიქრობდი და ვერ გამეგო– როგორ დაბერდა სოფელი... ... და გამახსენდა რომ სოფლის უკანასკნელი მაცხოვრებლის თავსასთუმალს ვიჯექი. ხალხის კლებასთან ერთად ემატებოდა წლები სოფელს. დარჩა ბაბუა და დაბერდა სოფელი. წავა ბაბუა და სოფელიც მოკვდება.
ბაბუა...ბაბუაა სოფლის სიბერე.

??????