ბერეთელი ნუკრი
გაზიარება

ღმერთი ფარავდეს! 

ხვალ-ზეგ კახეთი მინდა დავლაშქრო, 
მინდა დავკოცნო გომბორის კალთა 
და ალაზანი პეშვით დავაშრო, 
მერე შევჩერდე შეღებულ კართან- 

დავეცე მუხლზე მიწად ალავერდს, 
ხელაპყრობილმა ხმამაღლა რომ ვთქვა: 
ღმერთი ფარავდეს, ღმერთი ფარავდეს, 
ღმერთი ფარავდეს ირაკლის მოდგმას! 

მინდა ეგ ზვრები შემოვიარო, 
გუშინ რომ მოსკდა მტევნების დელგმა, 
მერე კი გული ამიფრიალოს 
ჰარულალოთი კახელმა გლეხმა. 

მინდა, მაგ მთების გავხდე მზვერავი, 
ბევრ შაჰს და სულთანს რომ ჩაჰყვა დარდად. 
ვერ იბოგინოს დღესაც ვერავინ 
ქართულ მიწაზე, ქართველის გარდა! 

ყველა ხე თითქოს მონუმენტია, 
ღვთისგან დადგმული საძმო საფლავთან... 
მთებს გულში დარდი არ დაეტიათ 
და წყაროებად წამოწანწკარდა. 

დავდგები მუხლზე მიწად ალავრდს, 
ხელაპყრობილმა ხმამაღლა რომ ვთქვა: 
ღმერთი ფარავდეს! ღმერთი ფარავდეს! 
ღმერთი ფარავდეს ირაკლის მოდგმას!

??????