ელიავა თემურ
გაზიარება

დნება შედევრი  

სივრცე მომწყურდა და მომაკვდავ
სხეულს ვიშორებ.
დროის ჯალათებს რად აუტყდათ
რეკვა ზარების?!
მე სულ სხვა სევდით ოცნებების
მომკლავს სიშორე,
თვალდახუჭული ცის კამარას
მივეკარები…
თორმეტი ტომის დამწვარ გვერდებს
ვფანტავ ქარდაქარ,
დაიფანტება მტვრის გენია
მოკლულ სივრცეში.
ო,მერი,მერი,მერი,მერი,
მერი,მერი…მიყვარხარ!
და გალაკტიონს
ვიწვევ დუელში.

??????