ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

ტრაფარეტი _ უტვინობიდან _ თავისქალისკენ! 

ჩამოცვენილ ნაოჭებს ვკრიფავ სულის კეფიდან,
საგანგაშო იდეებს გონში გაიმპროვიზებ;
სამყაროთა ასლები სივრცეებზე ეკიდა,
მთელს სივრცეებს, თამამად, ფეხების ქვეშ მოვიგდებ!

გამონაწურ მრწამსებში ნოსტალგია მყიფდება,
საზიზღარი მანია მწყრალად გაოხშივარდა...
ჩვენს შიგნითა კედლებზე _ კეთროვნება მწიფდება,
თვალებიდან გვამური მზერა გადმოგვივარდა!

ისტერიის მოდელმა წამიერად მიმონა,
კატასტროფამ იფეთქა შეჯახებულ აზრებში...
ხასიათის სირთულემ ვერაფერი იღონა,
შემოჟონა სიყვითლემ აკივლებულ სახსრებში!

ჩამოგლეჯილ მანტიას შემოიცლის ნატურა...
განწონილმა ფრაზებმა შეარხია ვნებები.
მისტიკურმა გუმანმა _ აზროვნება დახურა
და დაიმსხვრა უეცარდ შთაგონების კერპები!

ამონაბოლქვ კვამლებში აიბლანდა ტევრები,
სისხლიანი ღაწვები მშრალად აცრემლიანდა...
დაიტკეპნა პოლუსი დემონების ტერფებით,
ჩემს შიგნეულ ინტიმში შესვლა დამაგვიანდა!
_ ჩამონაყარ ნაოჭებს ვაბნევ სულის კეფიდან,
და საზარელ იდეალს ტვინში ვაიმპროვიზებ...

??????