ბოლქვაძე ფირუზ
გაზიარება

მაგდალინას! 

მე მამა გავხდი და შენ ჩემი შვილიკო,
მოდი და პატარავ სამყარო შევცვალოთ, 
წარსულში დავტოვოთ მონებად ვინც იყო,
ამ ქვეყნის მტრები კი ჭკუიდან შევშალოთ!

გვართმევენ სამშობლოს – წარსულში ვინც იყო,
ისევ ის ძირს გვითხრის უნდა რომ შეგვცვალოს,
და ამ ჟამს შენ ჩემო ლამაზო შვილიკო,
მე გაგზრდი ისეთს რომ ფერი არ გეცვალოს..

შენ მოხველ და მე კი სამშობლოს გახვედრებ,
გაგლეჯილს, ნატანჯს და რუსისგან ნაწვალებს,
მაგრამ მე ვფიცავ რომ მშობლიურ ამ ხედებს,
ერთიანს ვაჩვენებ კრიალა მაგ თვალებს!

გვებრძოდნენ და ჩვენ კი ათასჯერ ნახვედრებ
ტყვია და ხანჯალში ვფანტავდით ნაცარებს,
შვილიკო გაგლეჯილ სამშობლოს გახვედრებთ,
მაგრამ ხვალ ზეიმი შეგვიცვლის ამ წამებს! 

??????