გაბაიძე გიორგი
გაზიარება

მე რა? 

ალბათ არ მოგშორდება, ღაწვებიდან ეს დაღი,
მერამდენედ გიჩნდება ალბათ კითხვა - მე რა?..
გენაცვალეს რატომღაც აღარავინ მეძახის,
უკვე ყველა სიმღერაც შემომესიმღერა.

მოასწავებს ნეტა რას დამსხვრეული ოპალი -
მერამდენედ გააჩენ, - ალბთ კითხვას - მე რა?..
ჩემთვის სადედოფლო და სხვისთვის ნადედოფლარი,
სევდიანი ზიხარ და მღიმარ ნიღაბს კერავ.
. . .
ვიცი არ მოგშორდება ღაწვებიდან ეს დაღი,
წერამ ამიყოლია, ავიყოლე წერაც...
“გენაცვალეს” არ ველი... არც არავინ მეძახის...
მოთმინებით ვზივარ და ვუსმენ სულ სხვა შეძახილს -
ერთი ძველი ლექსის და ერთი ძველი მებაღის,
მაგრამ სულში ტივტივებს კითხვა, თუმცა მე რა?...

??????