კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

კალიები და მოციქულები 

ნეტავ, სად არის მოუსვლელის გზა ან ბილიკი,
სად ჩამოკიდეს უმკაცრესი, უტყვი გრიგალით
იმ სოფლის კარი, საიდანაც არ ისმის ხმაი.
ჩამავალი მზის ჟანგიანი ცა
შარაგზის მოციქულებს საკუთარ მისიაზე დააფიქრებს
და ეს ცა _
სკლეროზის ელემენტებით დაჭორფლილი
მხოლოდ შეცდომებს დაგვიმახსოვრებს.
გახსოვთ, კალიები რომ შემოესივნენ ქალაქს
ხასხასა სიმწვანით?
მერე როცა უსამშობლობისას
ეჭვების თოვამ გამთოშა
და ყველასაგან გამანაპირა,
ისე მომენატრა ის მწვანე სიმწვანე
და ისე მომწყურდა,
რომ სიზმარშიც ჩამყვა და ამეკვიატა.
ჩაფიქრებული მოციქულები კი
საკუთარი თავისაგან იკურნებიან 
და თავდაჯერებით სნეულდებიან.

??????