გაბაიძე გიორგი
გაზიარება

აღსარება ექსკლიუზივი

მაპატიე, სამშობლოვ, მაპატიე,
თვალებს გისწორებ და თან რა პირით,
ფიცი მერამდენედ დავარღვიე,
ვერ შემოგეწირე ზვარაკივით.

მაპატიე, სამშობლოვ, შენ მაგიერ,
ტყვიას გული რომ ვერ შევუშვირე,
მამაც მებრძოლად თუ ვერ ვვარგივარ,
ვიქნები სტროფების მენახირე.

მაპატიე, სამშობლოვ, უშენობით,
თვალი ულოცველად გავახილე,
შუადღით უშენოდ ვიყიალე,
მწუხრზეც უშენოდ ვიჯახირე.

მაპატიე, სამშობლოვ ზურაბივით,
ჩანგრეულ კედელში ვერ ჩაგეყოლე,
პაპათა ნაოფლარ-ნასისხლარი,
ვერ აგიწალკოტე ღობე-ყორე.

მაპატიე, სამშობლოვ, შენს მიმართ რომ,
ათივე მცნება დავარღვიე,
მე რაც ვერ შევძელი, - სხვას მივმართე,
აგაოხრეთ, დაგწვით და დაგარბიეთ.

მაპატიე, სამშობლოვ, მაპატიე,
თვალებს გისწორებ და თან რა პირით,
ფიცი მერამდენედ დავარღვიე,
ვერ შემოგეწირე ზვარაკივით.

??????