გაბროშვილი თამარ
გაზიარება

მე შენ უნდა გიშველო 

მე შენ უნდა გიშველო,
მე შენ უნდა გადაგარჩინო,
სილამაზე ბეწვის ხიდზე გადის.
შენ მე უნდა მიშველო,
შენ მე უნდა გადამარჩინო.
თვალდახუჭულნი ამაოდ არ ვართ,
ბეწვის ხიდზე გაგვატარებს თვით 
ბედისწერა...
შენი დილა ვარ, შენი საღამო,
გაღვიძებაში უნდა დაგეხმარო
და ძილბურანშიც ფრთხილად შეგიყვანო...
ჩემი დილა ხარ, ჩემი საღამო,
გაღვიძებაში უნდა დამეხმარო
და ძილბურანშიც ფრთხილად შემიყვანო.
შენს წინ ვაშრიალებ სულის შესამოსელს _
ლექსებს,
რომ იგრძნო ჩემი არსებობა 
და შენი სიდიადე...
წყვდიადში ნუ ჩაჰკარგავ ამ სიფრიფანა 
მანტიაზე ამოტვიფრულ 
სულის საგალობელს....
ბეწვის ხიდზე გადის სილამაზე
და ჩვენ უნდა გადავარჩინოთ!

??????