გაბროშვილი თამარ
გაზიარება

ცრემლის სასმისები 

ცრემლებით ავიკელი ჰაერი.
ჰაერმა ამიშრო ცრემლები,
ძვირფასი თვლები და
ძვირფასი თვალები _ ჭაობისფერები
ჩაძირულ ვარსკვლავთა დიადი ფერებით
უხილავფრთებიან მზეჭაბუკს ელიან
და მთვარისფარიან ღამეებს ებრძვიან;
გოლგოთა აქვეა და ნუგეშია, 
ნუ გეშინია, ჯვარცმა ბედია
და ასეც კვდებიან და ისეც კვდებიან,
მაგრამ აღდგომას ისევ ელიან
ჩაძირულ ვარსკვლავთა დასალიერები;
მზეჭაბუკს ელიან ცრემლის სასმისები,
ჩემი თვალების ბროლის სასმისები,
ამაოების შესანდობრად წაქცეულები.

??????