გეთიაშვილი რეზო
გაზიარება

(მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე ამასთან ერთად...) 

მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე ამასთან ერთად
შენ წვიმამდე ხარ გალუმპული და პირველ დღემდე
და შეგვიძლია დავანებოთ თავი და ბოლო
გასეირნება მოიწყინო და ასე შემდეგ.

შენ არ ხარ ბავშვი, არც ვენახი და მზე და მთვარე, 
არ ამოდიხარ, როცა ყელში გროვდება ბოღმა.
ჩადიხარ სინდისს, როცა ბოლოს გტკივდება თავი,
რამეთუ კრახი განიცადა კაცების დოღმა

და უზოგიერთიმათგანოდ, უცხოდ და პონოდ
ფიჭვის სურნელი გაიღიმე ვითარცა წალდი,
შენ არ ხარ სუსტი, არც ვარსკვლავი, თეთრი და პორნო,
უსმენ მეექვსე სიმფონიას, ეპიზოდს, წყალდიდს,

ღიმილის ფონზე, უტკივილო კილო და გრამმა
და უმიზეზოდ საშუალო სიმაღლის შედეგს
დაბლა ძაღლები ახველებენ თავისთვის, მაგრამ 
მათ უნდათ სითბო, მოფერება და ასე შემდეგ...

უსმენ მეასე სიმფონიას, ტელეფონს, მინორს, 
მიღებული გაქვს ყველა ფიცი და ყველა აბი, 
რომ კვირის თავზე თანატოსმა გიშვილიშვილოს
და თვალებიდან გადმოგცვივდეს წვიმა და შაბი.

მერე სიბერეს მარტოობა საფუძვლად უდევს
და გენატრება შიგადაშიგ ძვირფასი დედა,
რომელიც დღეებს ანსხვავებდა - კარგებს და ცუდებს,
მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე იმასთან ერთად.

??????