გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)
გაზიარება

დამნაშავე ვარ 

"არავინ არის შენი ღირსი!
ეს შენ ხარ ღირსი არავის ეკუთვნოდე."

დამნაშავე ვარ!
ისე მსუბუქად მოაბიჯებ,
ლამის ნიავმა კულულებთან ერთად წაგიღოს,
დამნაშავე ვარ!
და...
ყურადღებას ნუ მიაქცევ ჩემს მდუმარებას,
ჩემს მდუმარეას შეუძლია-ჯვარი დაგვწეროს!
ჩემს მდუმარებას შეუძლია არარსებობაც,
არსებობის მიღმა, კვალდაკვალ,
ჩემს მდუმარებას შეუძლია ისე უყვარდე...
მთელი ცხოვრება უყვარდე და 
ვერც მიგანიშნოს.
დამნაშავე ვარ!
და მასთან თანაარსებობა-დანაშაული!
ვერაფრით რომ ვერ მოვიშორე.
ჰმ, რა საოცრად დამნაშავე ვარ!
ჩემს მდუმარებას შეუძლია-ჩაი ლიმონით,
სახლში შემოსულს ყავაზე რომ მეტად გინდოდა,
გახსოვს რამენჯერ გითხრა უარი?
დამნაშავე ვარ! 
მაცალე გითხრა-
რომ ადამიანური სითბო,
არაადამიანურ სიყვარულს და
დიდ მსხვერპლს მოითხოვს.
თუ დაიჯერებ რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ,
იქნებ ღმერთმა უკეთესიც გაგხადოს.
შეგაძლებინოს ის, რაზეც არასოდეს გიოცნებია.
ჰმ!
როცა საუბრობ და 
განუწყვეტლივ მაღლა იხედები,
შენს თვალებში ჩამოდის ზეცა,
რომელზეც, ჩემი ოცენბის ღრუბლები დასცურავენ 
(ჩრდილი არა აქვთ)
დამნაშავე ვარ!
ჩემს მდუმარებას შეუძლია იყოს თავისთვის,
სისულელეს ნიშნავდეს თუნდაც,
არასდროს გკითხოს-სად იყავი! 
ანდა სადამდე...
და გათქმევინოს-მომიტევე, დამნაშავე ვარ
და 
თვითონ იყოს დამნაშავე!
რადგან არავისა აქვს უფლება... შენი
რადგან-
"არავინ არის შენი ღირსი!
ეს შენ ხარ ღირსი არავის ეკუთვნოდე."
მაგრამ მიყვარხარ!
და ამაშიც
დამნაშავე ვარ!

??????