გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)
გაზიარება

ერთი, ორი, სამი... 

ერთ მშვენიერ დღესაც, ერთ მშვენიერ გოგოს, 
ერთი ტონით მაღლა, ერთი ბეწო რიდით... 
ერთი, ორი, სამი... ვუთხარი რომ მომწონს, 
ისე მივეხალე, როგორც შიზოიდი. 
შეტორტმანდა მკვირცხლად, მიპასუხა არა... 
ხუთი, ექვსი, შვიდით როგორც დანამშვილდი, 
შეტრიალდა უმალ, სულ არ გამიკარა 
და მას შემდეგ მის თმებს, ყოველ ღამე ვშლიდი. 
რვა და ცხრა და ათი... თერთმეტია ბოლოს, 
თორმეტამდე თითქოს, კივილიღა დარჩა... 
წეროებო მისკენ, იქნებ გამიყოლოთ?! 
უნდა ავაგლიჯო სამკერდეზე ფარჩა. 
ერთ მშვენიერ დღესაც,შემოგძარცვავ სამოსს! 
გაგიშიშვლებ მკერდს და შეგისუნთქავ ხარბად... 
შენმა ბაგეებმა, მინდა გამათავოს, 
ისეთივე ცხელი, კოცნა იცი ალბათ. 
შემდეგ გაიშლები... როგორც კვირტი ნუშის, 
ვარდის სიმსუბუქით სურნელების მფრქვევი. 
მინდიხარო ძლიერ, ჩამჩურჩულებ ყურში, 
შემომეტმასნები... თუ შემომეხვევი. 
რვა და ცხრა და ათი... გადაიძრობ საბანს... 
აღარ ვიტყვი განგებ, რა მოხდება ბოლოს. 
ვხედავ მხოლოდ გორებს, ვნების ოფლით ნაბანს, 
წეროებო მისკენ, იქნებ გამიყოლოთ... 
ერთ მშვენიერ დღესაც,შემოგძარცვავ სამოსს! 
გაგიშიშვლებ მკერდს და შეგისუნთქავ ხარბად... 
შენმა ბაგეებმა, მინდა გამათავოს... 
ისეთივე ცხელი, კოცნა იცი ალბათ.

??????