გოგოჭური მინდია
გაზიარება

ცასახადი და ცასაყარი 

ასახადი

ცა სახადივით შემეყარა -
ჟამიანი ვარ,
უნდა დავძლიო ეს შავი ფერი,
უნდა დავძლიო,
თვალებს ვხუჭავ და
მოიისფრო სხივებთა თქეშში,
შენი ტუჩები მპირდებიან მოფერებას,
სადღეხვალიოდ.

ცასაყარი

ცასაყარზე ვარ,
აქ ჩვენი ცები იკვეთება
უნდა წავიდე,
ჩემი გზა – ჩემ ცას
პირველად გასდევს,
ვერ გადავუხვევ.

??????