გორგილაძე ზურაბ
გაზიარება

მინაწერი ფილმზე "ტაო-კლარჯეთი 

თუ ქართველი ხარ, რას ფიქრობ?
თუ ვაჟკაცი ხარ, რას შვები?
გესმის? - იქ, ტაო კლარჯეთში,
როგორ მღერიან ბავშვები?

"ეგ ლამაზი კაბა წინდა, ვინ მოგიტანაო?
ჩემმა ძიამ, ჩემმა კაკამ, მან მომიტანაო...
ეგ ლამაზი ბეზლუნგები ვინ მოგიტანაო?
ჩემმა მდადემ, ჩემმა დიამ, მან მომიტანაო...
გურჯისტანის ყვავილები ვინ მოგიტანაო?
ჩემმა ნეფემ, ჩემმა ღმერთმა მან მომიტანაო"...

სული არ შეგეწამლება?
გული არ დაგენაცრება?
რა ქნან, სანამდე გიცადონ
გაციებულმა ტაძრებმა?!
გუმბათებს ჟამი დაბელავს,
დროის ზავთი და ხინჯები,
ხედავ, რა ბოღმით ბუქნავენ,
"ხორუმს" კლარჯელი ბიჭები.
ჩემო ციხევ და ნათელო,
ჭირიმე შენი გამჩენის!
შიგნით რას მერჩი ქართველო,
გარეთ გვყავს გადასარჩენი!

??????