გრუზინსკი პეტრე
გაზიარება

მეცა მყავს ჩემი თოლია 

ზღვას რომ გაჰყვება უკვალოდ
თოლია, მაცნე ქარბუქის,
ვიწვი სანთელზე უბრალოდ,
თუმც აღარა ვარ ჭაბუკი.
ნუ ფიქრობ, სულ მთლად მოვბერდი,
გულში რომ გაუქროლია,
ქარიშხლის წინამორბედი
მეცა მყავს ჩემი თოლია.
ის თუ ფრთებს ზღვაში ისველებს
და ქარზე უფრო მარდია,
ჩემი გულს აღარ მისვენებს,
თითქოს გაფრენა სწადია,
დავიჭერ, დავაკვირდები,
ყველაზე კარგი მგონია,
მიკვირს, ჩემს უფრთო თოლიას
მწვანე თვალები ჰქონია.

??????