გულუა დათა
გაზიარება

გამთლიანება და განშორება 

ათრთოლებული ვით მტევნები ვაშლის
და მოგიზგიზე ხანძრები თვალის
პირთ მომდინარე ჩანჩქერთა წყალი
გაშლის
ილუზიათა ვერცხლის პორტრეტებს
და მორბენალი ალერსის ქარი,
როგორ გაათბობს ფარჩით მომენტებს
და თითქოს ბაგე
გაგვიხდა მტკნარი,
ისე წყნარი,
ვით შემოდგომის ტირიფის რტონი
თითქოს დალაგდნენ ოქტომბრის მკერდზე
და თითქოს ერთნი, თითქოს მარტონი
ისე ჩაგვადნა გულები მხრებზე,
როგორც თეთნულდი ადნება კლდეებს
როცა ზაფხული გახმიანდება,
ჩვენ შევჩერდებით, მაგრამ ოცნება,
როგორც ყოველთვის, დაგვიანდება.
სადღაც მინდორში ვნების ძაღლები
ყეფდნენ ჩვენს შორის გაწყვეტილ თოკებს
და სიყვარულის თითქოს დახლები
ისროდნენ სიძვით დატენილ თოფებს.
და ასდიოდათ სუნი გუბეებს
სიბილწის სუნი, ხვეული ბუზთა
როგორ ავსებენ სულის უბეებს
სხვა აფეთქება სწყურიათ, უნდათ
და კვლავ კისერი გადავუსერე
მე გამოვცალე ვნებისგან ტოლჩა
კოცნით თვალები გადავუჩეხე
გონდაკარგული დაეცა, მორჩა.
კვლავ ავუყევი აშოლტილ სხეულს,
და კვლავ ვიყავი ალერსის სიო,
თითის კვირტები გადავუკოცნე,
არ ვშორდებოდი, ვით იუპიტერს იო.
შუბლს გადაისვა თეთრი მკლავები
და აქვითინდა როგორც ცოდვილი.
მზერით დაიძრნენ ცეცხლის ლავები
და აუწითლდა ღაწვი მოვლილი,
კვლავ დათოვლილი
უკვე სხვა თოვლით ათეთრებული
და მონადირე ვიდექ საფანტით,
თითქოს მრისხანე დაუნდობელი
და აჩეჩილი ლომის ფაფარით
ვუმზერდი მკერდში დაკოდილ ირემს
სხვა მრისხანებით,
თითქოს პირველად შევიბრალე უმანკო სული
და ანათემით
ვეწვიე ედემს, ბაღნარს უფლისას
ტლაპო ნავალი,
და ჩამომაგდეს შეძახილით
“ჯერ გზა გაქვს სავალი!!!”
და ზეცად აჭრილს დავენარცხე
ცარიელ ნავებს
ვეღარ ვკოცნიდი, სანატრელო
მაგ ზღვისფერ მკლავებს.
გუშინ თუ მის წინ რომ მეწვა ხელზე
ვით ძედ შობილი კვიცი,
შემოგეხვია პატრონი წელზე
და ვეღარ იხსნი, ვიცი. . . .
ვიცი ოქტომბერს ვეღარ შეგიცვლი
აი, იმ ზღვისპირა ვალსით
და მოგიტაცებს ვიღაც ფირალი,
შხამიან მტევნებს ვაშლის.
მარტო ჩაგკბიჩავს?!
მარტო ჩაიმტვრევს?!
მარტო გიშველის ლოცვა?
ისევ მოგიწევს შენ ნაბიჯ-ნაბიჯ 
მზის ტაძრებისკენ ცოცვა
კვლავ თმებგაშლილი
ძუ ვეფხვივით იწვა ჭალაში,
ელოდებოდა ახალ მფრინავ ფირალს
ფაფარაშლილი ქროდა განგაში
და ლომებს ვუმზერთ ხაფანგში მტირალს.
იმ ადგილას, სადაც მარტოობა მარხია
აი, იმ ადგილას იარაღიც ტირის,
სადაც ვნების მაშხალები მუდამ ანთია
და მბორგავ სულთა ფაეტონი მიჰქრის.

6.01.2003

??????