რატიანი ზვიად
გაზიარება

*ბიოგრაფია (რ.ზ) 

პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა 1971 წელს თბილისში. ზვიად რატიანი ხუთი პოეტური კრებულის ავტორია (”გამომიგონე” (1993), ”ჩურჩულის გაკვეთილი” (1994), ”ჯიბის ჰაერი” (2000), ”გზები და დღეები” (2005), ”ნეგატივი” (2010)).
თარგმნის ინგლისურ და გერმანულენოვან პოეზიას (ელიოტი, პაუნდი, ფროსტი, სენდბერგი, ოდენი, ლოუელი, სტრენდი, უოლკოტი, სიმიკი, ჰინი, რილკე, ცელანი და სხვ.) 
მისი ლექსები ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ და სხვა ენებზე.
არის პრემია ”საბას” 2010 წლის ლაურეატი. 

??????