ფირცხალაიშვილი ზურაბ
გაზიარება

*** კარგად გავდივარ ხამი ნაჭრით 

კარგად   გავდივარ   ხამი   ნაჭრით,   მსურველთ  -  ატლასი,

წვიმაში    ქოხოც    შემიფარებს,   არ   მსურს   დარბაზი, 

კარის   მცველებად   არ   მჭირდება   ქოფაკ-ნაგაზი...

დღე    განცხრომისა     ამაცილე,   უფალო,   ნავსი!

 

ო,   ქვევრით   არა,   ღვინის   წვენი   შემასვი   თასით,

ფეხმძიმე   სუფრას   ნუ   გამიშლი,   მეყოფა   ხემსიც,

რაში   არ   არის?   ყაბულსა   ვარ,   მაგ   ვირზე    შემსვი...

დღე    ღალატისა    ამაშორე,   უფალო,   ნავსი!

 

ერთ   სიყვარულზე   მასაუბრე ,   არ   მინდა   ასი,

ხმურთან  -  არა,   სიჩუმესთან   მამყოფე   ხშირად,

ზიზილ-პიპილო,   ჩინ-მედლები   არ   მიღირს   ჩირად...

გულცივობის   დღე   ამარიდე,   უფალო,   ნავსი!

 

სხვა    არაფერი ,   ნაბადივით   მომასხი   ბინდი,

ცხენოსანიც    და   ფეხოსანიც   ერთი   გზით   მიდის...

??????