ფირცხალაიშვილი ზურაბ
გაზიარება

*** პატიოსნება  

პატიოსნება   უსასობის   გახდა   ნიშანი

და   გულწრფელობაც   სასაცილოდ    მოჩანს   უცილოდ,

ღმერთის    სასჯელი    უმკაცრესი    ჩვენზე   ის   არის,

რომ   ცვედანების   ვირეშმაკულ    სიფათს   ვუცქიროთ.

 

ბოლავს    გოლგოთა  - ტანჯულ   სულთა   ნავსაყუდარი,

აქ    დიადემა    ბრიყვებისთვის    ჩამოარიგეს,

არარას   ნიშნავს,   თუ   მდუმარედ    არის   უფალი,

ჯერ    არაფერი    არ   შეშლია   არსთა   გამრიგეს...

 

თუმცა   ცხოვრებამ    უკვალავი   გზებით   გვატარა,

წილი   არ   გვიდევს   ამ   სა ტანურ   დარდუბალაში,

ბევრი    ბალღამის   დამტევია   გული   პატარა,

მაგრამ   უფალს   სურს,   რომ   ხანჯალი   ეგოს   ქარქაშში.

 

ბეწვზე    ჰკიდია   მოთმინება   ჩვენი   და   სხვისიც,

ერთხელ    იქნება,   გველი   პერანგს   ვერ   გამოიცვლის...

??????