ცვეტაევა მარინა
გაზიარება

მიასადაგეთ კვლავ... (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი) 

მიასადაგეთ  კვლავ   სიმღერები

ჩემი  ცხოვრების  უმძიმეს  ჯვართან!

მაგრად  დაკოცნეთ  ჩემი  ხელები -

ამბორი  უყავთ  ალმასის  თვალთა!

 

აი,  რა  მოხდა,  თავს  რა  გადამხდა:

ზამთარში   მეხი  ისე  გრგვინავდა,

მხეციც  იძროდა  სიბრალულისგან,

მუნჯიც  კი   რაა,  ალაპარაკდა.

შუაღამის   მზე   -   ცეცხლად   ინთება!

დღისით   -   ვარსკვლავის  ჩნდება  ნიშანი!

მოდის   და   ტალღად    მოიზვირთება

მტანჯველი   ბედი  -  შესანიშნავი.

 

მე  მკვდრეთით  აღვსდექ,  ფერფლიდან  თითქოს!

რა  საშინელი   მსჯავრით   შემრისხეს!

ზართა   გუგუნში   მთავარანგელოზთ

უხმოდ   მივყვები   თავსაკვეთისკენ.

??????