ცვეტაევა მარინა
გაზიარება

უთავბოლო და... (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი) 

უთავბოლო  და   უაზრო   დღე  მაქვს.

ღატაკის  კართან  პურისთვის  ვდგევარ,

ფულის   მქონებელს  ფულს  იქით  ვაძლევ.

 

მზის  ნათელს  ნემსის   ყუნწში  ვატარებ,

გასაღებს   ქურდს  და  ოხერს  ვაბარებ,

ფერუმარილით   ვიწითლებ  ღაწვებს.

 

ღატაკს   არა   აქვს  საწილო  პური,

მდიდარს   არ  უნდა  ეს  ჩემი  ფული,

ყუნწში  რომ  გაძვრეს,  არ  ძალუძს  მზის  სხივს.

 

არც   გასაღები   ქურდმა   ინება...

სულელს  კი   ცრემლი  მოედინება

უსახელო    და   უმაქნის  დღისთვის.

??????