ცვეტაევა მარინა
გაზიარება

ს. ე. (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი) 

ვწერდი   ასპიდის   მუქფერ  დაფაზე

და    ფერგადასულ  მარაოს  ფრთაზე,

ზღვისპირს  ქვიშაზე,  მდინარის  ქვაზე,

ვწერდი  ყინულზე,  ბეჭდით  მინაზე,

 

ვტვიფრავდი  ხეებს,   ასგზის  ნაზამთრალს,

რომ  გასაგები  გახდეს  ყველასთვის, -

მე  თქვენ  მიყვარხართ,  მე  თქვენ  მიყვარხართ,-

ვაწერდი - ციურ   ცისარტყელათი.

 

ამ   ჩემს  თითებქვეშ   ხელწერას  თითოს

სულ  ეყვავილა,  როგორ  ვნატრობდი!

ვწერდი  შენს  სახელს...და  მერე  თვითონ

ჯვრების  დამღებით   ვშლიდი,  ვაქრობდი...

 

შენ   კი  ბეზღიან   მწერალს  რად  ენდე

და  რატომ  ცდილობ   ჩემს   დამცირებას!

აღთქმას   ბეჭდისას   ვერთგულებ   დღემდე,

გულს  მაწერიხარ,  ვით  ათი  მცნება.

 

??????