ქებურია ბელა
გაზიარება

მარადიული მდუმარების მკლავს მოლოდინი 

მარადიული მდუმარების მკლავს მოლოდინი
და ჯერ განუცდელს - უცნაური შეგრძნებით ვხვდები,
დაღლილობისგან მივარდება ხელი ტოტივით,
თუ ვიღიმები, ე. ი. ტკივილით ვტკბები.

მისტიურ ძალებს ჩაუშლიათ სულთა ქორწილი
და მძაფრ განცდათა გაუმართავთ უცხო მარულა,
ყველა მოშურნე, უნდო, გულქვა გულის მფლობელი,
სიკვდილ-სიცოცხლის ჩემს ბილიკზე გამოპარულა.

სული დაღლილა, ჟეთქავს თითქოს ყოველ უჯრედში, 
მიიწევს გარეთ... ვერ ეტევა სხეულის არხში,
დღემდე სამყაროს თურმე ბავშვურ თვალით ვუმზერდი,
დღეს იგი მოჰგავს რაღაც უცხოს, რუხსა და წაშლილს.

ღმერთო! ეს მიწა რა მძიმეა, აუტანელი...
ო, სულო, სულო! დროა უკვე, აშალო ფრთები
და დაითმინე რადგან ბევრი არდასათმენი,
ვგრძნობ, იღიმები... ე. ი. ტკივილით ტკბები.

??????