ქებურია ბელა
გაზიარება

* * * "მზე სისხლისფერი" 

მზე სისხლისფერი
ჩადიოდა სადღაც სამხრეთით,
როგორც გუშინწინ... 
ანდა სულაც ასი წლის წინათ,
მძიმე ყივილით
მიაპობდნენ ზეცას გედები,
ეშურებოდნენ მშობლიურ ბინას.

მე-კი ვიდექი
გაყინული მზერით, ხელებით,
აღარც-კი მახსოვს,
რას ან რატომ ვფიქრობდი იმწამს, 
მაგრამ ვიგრძენი,
გამეშალა მხრები ფრთებივით,
შ ე ვ ფ ა რ ფ ა ტ დ ი და...
დავენარცხე ისევე მიწას.

??????