პერსი შელი
გაზიარება

სიყვარულის ფილოსოფია სიყვარულის ფილოსოფია (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე) 

ყველა წყლის წვეთი ერთმანეთს ერთვის,
მდინარეები-ოკეანეებს
ქარი ზეცაში, ირევა, ეკვრის
ემოციებით ფერად მხარეებს.
არავინაა ამ ქვეყნად მარტო,
ღვთიური ძალა აერთებს ყველას,
სულები სულებს ეხება ათბობს
ჩვენც ერთმანეთის გვჭირდება შველა.

ხომ ხედავ მთები, მაღლა ცას კოცნის
და ზღვის ტალღებსაც ერთურთის ესმით,
არ პატიობენ ამ ქვეყნად ძმობილს,
თუ დაარღვია ერთობის წესი.
მზის შუქი მიწას იხუტებს გულში,
მთვარე კი ამ ზღვას უკოცნის ბაგეს,
ამაოება გაჩნდება სულში,
თუ არ ინებებ კოცნას და ალერსს...

??????