კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

თოლიები 

შუა ზღვაში თამაშობენ თოლიები,
შუა ზღვისკენ მიტყუებენ თოლიები,
დამჭყივლებენ,
უცებ ამიყოლიებენ;
დამქანცავენ,
დამტოვებენ,
გამირბიან,
როგორ გგვანან თოლიები...

??????