ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

ალბომიდან ექსკლიუზივი

ბუხრები

ამოარწია საკვამურში გლეხკაცის ლოცვამ...
ბუხარი-ბუხარს,
ფთილა-ფთილას,
ფიორი-ფიორს...
ერთდება ფერი-უწმინდესი ერთდება ფერი.
ერთება ფიქრი, უნებური ერთდება ოხვრა,
განიწმინდება ჭვარტლისაგან და მერე ერთდება,
ყივის მამალი, კვლავ ჯიუტად ყივის მამალი,
იცლება ქვევრი, ოჯალეშით ივსება ხაპი,
ისე შოფოთად მიბმულია ხირხალზე ხარი
და სულ ერთია ხარს რა ჰქვია- ლომა თუ ჩელა,
და სულ ერთიარას ინატრებ ახლა ქალაქში-
ოდოჟღერ ყანას ,
“ოდოიას”,
ამ ხარს თუ ვენახს,
ე , ეგ ბუხრები ქმნიან, ძმაო,
შენი სოფლის ცას-
ნამუსის ქუდად რომ გახურავს
საქვეყნო გზებზე.

??????