ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

ბამბულის ყვავილობა ექსკლიუზივი

ჩვენი სიყვარული ბამბუკის ყვავილობა იყო-
პირველი და უკანასკნელი ყვავილობა.
ჩვენ ბავშვობიდან მოვდიოდით –ამ ერთი დღისკენ.
ერთი დღისკენ მოვდიოდით 
სხვადასხვა გზებით...
ვითავისებდით სხვა ღიმილს,
სხვა სიხარულს,
სხვა მოწყენას,
სხვა ვნებას,
თითქმის ყველაფერს ცის ქვეშეთში.
ახლაღა მივხვდით-
ჩვენზე არც ისე ბედნიერი ყოფილან სხვები.
ახლაღა მივხვდით –რომ ის ლიზღი, ლიზღი არ იყო,
მოწყენაც მხოლოდ ჰგავდა მოწყენას,
როგორც დათვლილი კოცნის შემდეგ
ერთმანეთის თვალში ჩახედვა.
(იმ ფურის თვალში,-
ახლახან რომ ხმობ მომაგონა).
ვის ვუნახავდით ამდენ სითბოს,
ამ ნეტარ თრთოლვას,
ამ ტკბილყუჩობას...
ათახთახებულ ვნების მორევს
რისთვის ვუგებდით ყრუ ჯებირებს.
რამდენი სიტყვა ჩავაბრუნეთ,
ჩავაქვესკნელეთ,
რამდენჯერ კიდეც მოვიტყუეთ,
მოვიმძინარეთ,
წავიყრუეთ,
და გავირიდეთ, გავიშორისეთ.
ამ ერთი დრისთვის…
აწ სად მივდივართ,
რა იწყება,
რა დაფუთფუთებს ჩვენს სხეულში
ჩირაღთაალით ფრთაშეტრუსულ ფუტკრების მსგავსად.
რა გვარუმბებს და რა გვასამარებს,
აწ ხომ ბაბბუკი არასოდეს აყვავდება.

??????