ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

ნათელი ექსკლიუზივი

სიყვარულივით უხარია ქვეყანას დილა,
იღიმის მზეი-
იდუმალი, კეთილი ბავშვი,
თითქოს
უკეთურს არასოდეს არავინ ცდილა,
ადვილზე უფრო ადვილია
ახლა ფრთის გაშლა.
არაა სული მოთენთილი
ღამეულ დარდით,
თითქოს სიზმარი იყო,
დარდი აღარც ყოფილა,
ნათელმა ისე თავისუფლად დაგვაძმობილა
მზესთან,
და სულშიც მარადისი ნათელი დადის

??????