ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

პოეტი ექსკლიუზივი

თაყვანი მზისგან უარყოფილებს,
შეღამებით რომ გაოცებულან,
ნაღდი პოეტის მახსოვს პროფილე
ლექსით და ღვინით დაოსებული.

ეს გზა ეკლებით სხვამ რამ მოჰფინა,
თუ არა შურმა, თუ არა ეჭვმა,
ნაღდი პოეტის შექმნა პროფილად,
წალენჯიხიდან მოსულმა ბიჭმა.

დაბალი ცა და... ქალაქში უფრო
ხმამაღლა რეკენ შურის ზარები,
შემოსხდომიან სამეფო სუფრას
ინტელიგენტი დინოზავრები.

ჩვენ თვით სიკვდილსაც არ დაგვაცლიან,
ცამ თვალთან ერთად ფერრიც წაგართვა,
მაინც ყოველგვარ დეკორაციას
ნაღდი პოეტის ხელი წარმართავს.

და გვიხარია უარყოფილი
ერთად წყობილი ლალი და ხვიჭა...
ნაღდი პოეტის შექმნა პროფილე
წალენჯიხიდან მოსულმა ბიჭმა.

??????