ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

ჩემი საყვარელი გმირი ექსკლიუზივი

ვაჟკაცი მტერი 
ასეთ ღვთის მსახურს არ აკუწავს,
მაგრამ
ალბათ, მტრმაც იცოდა, რომ არის საერთო
ღვთისა და ერის სამსახურს შორის.
ქართველი,
გინა ქრისტიანი,
გინა ურჯულო,
ამ ქვეყნად გაძლებს მანამდე,
სანამდე სულში ეყოლება
ერთი თევდორე.
„ჩემი სოფელი“
ჩემი სოფელი პატარაა.
სოფელში ოცი ოჯახია,
ოცი ოდა,
ოცი ნალია,
ოცი ვენახი,
ჩვენს სოფელში 
მარტო საუფლო ღვინო იციან.
ლამაზი გოგონები არიან
ჩვენ სოფელში 
და
ერთადერთს,
ისიც სოფლის თავმჯდომარის
გოგოს აცვია ამერიკული ფიქრმის ჯინსები.
ბებია გვეუბნება , რომ ამერიკა ჩვენი მტერია
და ეს იმაში ეტყობა, რომ რაღაც ჯინსები
შემოგვატყუა
ბებია ყოფილა გიმნაზიელია;
უმანდილოდ მეზობლებთნაც არ გადავა.
ბებიას 
ოთახში იაკობ გოგებაშვილის სურათი უკიდია,
ჩემი სოფელი ჩემი ბებიაა
და მე ხშირად, ძალიან ხშირად ვფიქრობ
როგორ იქნება ჩემი სოფელი, 
როცა არ იქნება ჩემი ბებია..

თავისუფალი თემა:
„ჩემი საყვარელი მასწავლებელი“
მონაგონია სხვა დანარჩენი 
მე ახალაც მახსოვს – 
ჩემს ხელს ხელი რომ წააშველა
და
პირველი ასო – „ა“,
თითქოს კაცობრიობა გადაგვერჩინოს,
ისე ამაყად გამოვიყვანეთ,
აი, ის, ჩემი მასწავლებელი.

„ეროვნულ – პატრიოტული მოტივი ილია მიხედვით“
ვერ დააგუბა ლელთ დუნიამ
საუკუნის ბოღმა–ნაღველი.
ვერ გაუძლო მოხევის ხორხმა
ხანჯალივით მობჯენილ სათქმელს.
შენც ვერ გაუძლებ, ერთხელაც იქნება,
შენც ვერ აიტან ერთხელ იქნება,
და 
ამ ყინულეთს
სიპი შუბლით შეენარცხები – 
რომ გაარღვიო,
გაიტანო,
გაითავისო,
განიფინო,
განივრცო,
ქვეყნის ირგვლივეთში,
როგორც ეს მზე,
მზე– დაღალული
ბერდედასავით
მიტოვებ კოშკის ყურების დაყუდებული
და დასვამ კითხვას 
– როგორ გვეკუთვნის?

შვილისადმი 
ნანა – ანთია სანთელივით სახელი ნანა ,
ვინ დაიწვეთებს ბოლო ცრემლებს
პოეტის კუბოს,
შენ გყავდა მამა, საყვარელო,
შენ გყავდა მამა.
გიყვარდეს მამა,
გულში ბოღმა არ დააგუბო.

ნეტავ მერანი საშორიოდ არ გამეხედნა,
ცაც მოწყენილა, მეგობარო,
იმედიც, ქუფრობს,
ძნელი ყოფილა ცარიელი ბუდის შეხედვა, 
ცალმერცხლიანი ბუდეებს – ათასჯერ უფრო.

??????