ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

დამიხატე ექსკლიუზივი

გაბზარულ ქვაში ამოსული ბალახი ღერივით
ცვილისფერი ტანი დამიხატე.
ცაწართმეული ორბის თვალი და
გალიის ვეფხვის ჩუმი ღმუთუნი დამიხატე.
ხვილიფი მიწა – ვაზის ლერწიდან
კერტის პირველი ამონათებით დამიხატე.
მექალთანე ქარების ქროლვა და
იზაბელას კუმპალივით შავი თვალებით დამიხატე.
ყინწი ბიჭების ყვინჩილა გული და
ხატის ტყეები (თანასოფლელთა ოჯახები)
დამიხატე,
დამიხატე,
დამიხატე,
და მერე წადი, მოისვენე, როგორც გენებოს,
განა რას გთხოვ უაშველოს, შე დალოცვილო.

??????