კუხიანიძე ზურაბ
გაზიარება

* * * "წარბგადარაზულ ქედებს" 

წარბგადარაზულ ქედებს გავყურებ,
ცაზე მიკრულებს ჩოხის ქილებად.
ცხენი გზის პირას წიწკნის სამყურას,
ძერა თეთრ ღრუბელს ელივლივება.

პეპლებს, მინდორზე მიმოფანტულებს,
ცხენდაცხენ მივდევ, როგორც მდევარი;
დატვირთულ ზვრებში წყარო ფანდურობს,
კოცნისთვის მიხმობს ვაზის მტევანი.

მიდი, დაკრიფე, ვინ გყავს დამშლელი,
მიდი, იგემე, თუ გაირჯები.
აგერ დამყნილი ჩანან ვაშლები,
ვით თავწაკრული გლეხის ბიჭები.

შორიდან მიხმობს ის გზა , რომელიც 
სულ კლდეზე მიდის, სულ აღმართია
და გზისპირებთან ჩაუქრობელი
ბროწეულების ცეცხლი ანთია.

??????