სადღობელაშვილი ნინო
გაზიარება

შუაღამის იავნანა 

ხეებს და ნისლებს და ტყეებს რომ გავივლი,
მტვერი რომ აუვა ნაბიჯებს,
და ჩემგან გახდილი ცა რომ ემგვანება
თეთრსა და უწყინარ საგიჟეთს!..
რტოებს რომ დავიქნევ_შვინდისფერ მარაოს,
ტყემლების გამცვივა ჟრიალი
და ფეხს ავუჩქარებ და შევკრავ კამარას 
და გადმოვეშვები რიალით!..

არ გეძინა შეგამჩნიე
დაუვალო მზეო.
შავკაბით ჩამოგიჯექი 
წითელ ლოგინზეო..

მინდვრები. Mმინდვრები ქარებს რომ მიანდე,
როგორც საკრავები_მომღერალს..
ნეტა ამაღამაც არ დამაგვიანდეს,
ბგერების ღვარცოფი მოვხელო!
წამოვწვე მაგ შენი ზურმუხტის ბოლოზე,
თავქვე ამოვიდო მდინარე
და ვიწვე,, დავიწვე მზეების კორომზე,
პროფილე მიგავდეს მინარეთს..

შუბლზე ცვარი მოგიწმინდე
გული მოგანდეო,
გეძინა თუ არ გეძინა
მზე შემოგანთეო..
შავკაბიან მკლავებშუა
Dდარდებს გაათევო?..

ბალახით სარეცელს ლამაზად მოვირთავ,
დავგეშავ ნაზამთრალ ბეღურებს
და მოვალ მარჯვნიდან და შვილებს მოვიყვან
და ქარვის სიმშვიდეს შევყმუვლებ!..
როგორ გაგვითოვდა სიშორე მე და შენ,
რა მყუდროდ, რა ძლიერ თოვდა!
ვერხვების, ჭადრების, ცაცხვების კიდეში
ვაი მარტოდმარტო მდგომთა!..
მე შენი ფესვების სამშობლო მახარებს,
მოვალ და დავიწყოთ თავიდან.
და კვლავ გაგიფიქრებ დამ ოვალ ახლავე
და ციდან სამარხებს გავიტან!..

გულზე ყური მოგაპყარი
ჩუმად გისმინეო,
ნეტა ჩემო უძინარო
მღერი ვისთვიმეო?..
იას ნანა, ვარდებს ნანა,
სიზმრის ჭირიმეო..

??????