სამნიაშვილი ლელა
გაზიარება

კრისტალიდან 

სიცხეში - გამთბარი - რა დასალევია -
წყალი, თუ ყინულის კვნიტი არ წკრიალებს -
გრძნობაში, რომელიც გადასარევია.
სამშობლოს ოხშივარს ვისუნთქავ კი არა -
უკვე სასულეში გადამცდა. ავყრიდი - 
გრძნობიდან - ქვაფენილს. ვიცი, რომ გამიგებ.
და აეროპორტში ბოლო წუთს ნაყიდი 
ქართული ღვინო რომ გაფრენის განრიგებს
და ცას გადავასხი და რკინის ფასკუნჯებს -
ამაზე გიამბობ მშობლიურ კაფეში.
და მიკვირს, ეს ღელვა რატომ არ მამუნჯებს
და ვიცი, ფიქრობ, რომ არ უნდა გაგეშვი -
სხვა მონატრებისკენ. რა დასალევია -
სიცხეში - გამთბარი წყალი. და ამიტომ
ამ გრძნობას, რომელიც გადასარევია -
მე ისევ ყინულის კრისტალში ჩაგიტოვ.

??????