სურმანიძე აკაკი
გაზიარება

ლექსი ქართული 

ჩემი სუნთქვაა ლექსი ქართული
სატევარივით წელგამართული.
- პირით ფხიანი,
- ბწკარვეფხვიანი,
ორომტრიალში
ფიცხლად ჩართული.

ჩემი ლოცვაა
ლექსი ქართული
პატიოსნება
შემონახული.
- ტანვაზიანი,
- მაღალზნიანი,
ტაძრის ჩუქურთმად 
გამოკვალთული.

ჩემი ხსნა არის 
ლექსი ქართული,
ბარემ მოვარდეს
და გადამთელოს.
ლექსმა და ლექსმა
მზით დანამწყემსმა,
უნდა ბუნებით
ისაქართველოს!

??????