სურმანიძე ანა (ქალთამზე)
გაზიარება

ავტოპორტრეტოგრაფია 

ჰამაკში ვწერვარ
ვისვენებ და შევსცქერი ზეცას...
ღმერთო!...
ზეცაში ფილმად ვნახე ჩემი წარსული...
ჩანასახიდან 
როს ჯერ კიდევ მუცელი მეცვა
ვითვლი დროის ზრდას... რა დრო გასულა...
დედამ იკივლა...
ტკივილისგან შეიძრა მიწა,
ტკიოდა ხორცი, ძარღვში ურცად
მდინარე სისხლი...
და გავიხადე დედის მუცელი,
რომელშიც ცხრა თვე ჩემი ძმა იწვა...
და დედამიწას ვუთავაზე ორივე წიხლი...
და დავემატე დედამიწას – ჩემივე აკვანს...
მოურიდებლად გავეხვიე ზეცის საფენში,
გავიზარდე და... ზეცას ჩემი სურვილი გაჰყვა,
ახლაც ამიტომ შემომცქერის ალბათ, სახეში.
მერე მინდოდა...
სულ მინდოდა უფალთან ყოფნა...
და უღმერთობა მაწამებდა, სულს მიხუთავდა,
მე სიყვარული მინდოდა და არ მოდიოდა,
ეს უღმერთობა სიყვარულის კარებს ხურავდა...
ბევრი ვიარე გადავსერე გოლგოთა თითქოს,
და ჩემი ცოდვა თან ვათრიე ჩემივე ჯვარი,
ცრემლის და ოფლის გახსენებით დღეს ფრჩხილსაც ვითბობ,
ვგრძნობ, მთელ სხეულზე მომეფინა იმ ცოდვის ცვარი.
მაინც არ ვნანობ, გეფიცებით არც ერთი წამით,
მიწოდეთ ბრიყვი, მიწოდეთ ბრმა, თუნდაც შეშლილი,
არ ვნანობ წარსულს, მე უღმერთო წარსულიც მინდა,
რომ ჩემს მომავალს მივეგებო კვლავ დაგეშილი...

??????