ქამინგსი ედუარდ ესთლინ
გაზიარება

"ლედი, ფიქრებში გეხებით" (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი)) 

ლედი, ფიქრებში
გეხებით.

გეხებით და გეხებით და გეხებით

ვიდრე არ მაჩუქებთ
უეცარ ღიმილს, უხამსი
რიდით

(ლედი ფიქრებში
გეხებით) გეხებით

გეხებით მხოლოდ,

მსუბუქად და თქვენ გაქცევთ სრულიად

უსასრულო შემთხვევითობით

ლექსად რომელსაც მე აღარ დავწერ.

??????