ლეკიაშვილი ლექსო
გაზიარება

LOST 

ვუძღვნი მარის, ჩემს მეუღლეს


I სეზონი

ციფრებია ცხოვრება – 5-ები და 6-ები
(მიკვირს, როგორ მიწერდნენ ალგებრაში ხუთიანს...),
პაროლივით ფურცელზე მეც შემყავდა ლექსები,
განსხვავება მათ შორის ზუსტად 108 წუთია!

გემოს ისევ ვუსინჯავ ამჟავებულ ამინდებს,
ხან სიმწარეს ვუმატებ სიტყვის საპილპილეთი...
დღეს კი ისევ შევცდი და კვლავ ჯიბეში ჩავიდე
რეის 815-ის დაწყევლილი ბილეთი.


II სეზონი

ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა გახლდით პოეტი,
საჭმელად კი მანგო და პაპაიაც მყოფნიდა,
ეხლა აქ ვარ და მინდა, როგორც `დარმას~ პროექტი,
მეც რომ ვფინანსდებოდე ალვარ ჰანსოს ფონდიდან!
შენ რომ არ შეგხვედროდი, ჩემს სულს ვინ დაიხსნიდა?
ლოცვა ვით მიშველიდა? ჯადო ვით და ჯინი ვით?
ახლა საფრთხე არ მელის ღამისფერი ნისლიდან...
ყველაფერი იქნება – სანივით და ჯინივით!


III სეზონი

ბოლოს მინდა, გაგაცნოთ ჩემი გამოგონება
(მგონი, ყველა დეტალი დეტალურად გავთვალე):
ჩემი იარაღია – მოხუც ლოკის გონება,
მისტერ ეკოს მუშტი და სოიერის სათვალე!
თვითმფრინავი ვარდება... მე გავრბივარ ძუნძულით...
მე ჰარლი ვარ და სახლში მადლი მიმაქვს ულევი...
მელოდება ოჯახი – საიდუმლო კუნძული,
სადაც მე და შენა ვართ მარად დაკარგულები!

??????